LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

33 ახალი შემთხვევის გამო, ახალი ზელანდიის უდიდეს ქალაქში მკაცრი ლოკდაუნი ხანგრძლივდება

90
1

ახალი ზელანდია კოვიდ-19-ის “დელტა” შტამთან ბრძოლას კვლავ მკაცრი ლოკდაუნით განაგრძობს.

დღეს წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყნის უმსხვილეს ქალაქში – ოკლენდში ვირუსით ინფიცირების 33 ახალი შემთხვევა გამოვლიდა, რაც ქალაქის კიდევ ერთი კვირით ჩაკეტვის მიზეზი გახდა.

ამის შესახებ ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა დღეს განაცხადა და მოუწოდა ოკლენდში მცხოვრებ 1.7 მილიონ ადამიანს, დარჩეს სახლში, მინიმუმ, კიდევ ერთი კვირა, რათა თავიდან აიცილონ ვირუსის უაღრესად ინფექციური დელტა ვარიანტის მცირე ეპიდემიები:

“აშკარაა, რომ ოკლენდში არ არის გავრცელებული ვირუსის გადაცემა, მაგრამ სანამ ახალი შემთხვევები გამოჩნდება, არსებობს რისკები.” – თქვა მან.

მკაცრი შეზღუდვები 21 სექტემბრამდე იმოქმედებს, ამის შემდეგ კი ოკლენდი მე-4 დონიდან მე-3 დონეზე გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ კოვიდშეზღუდვები ოდნავ შემსუბუქდება, თუმცა სხვადასხვა ბიზნესი, სკოლები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები მაინც დახურული დარჩება.

შეგახსენებთ, ახალი ზელანდია დიდი ხნის განმავლოაბში მიიჩნეოდა ვირუსისგან თავისუფალ სახელმწიფოდ, 17 აგვისტოს კი ხელისუფლება იძულებული გახდა, გამოეცხადებინა მკაცრი კარანტინი ქვეყანაში დელტა შტამის აღმოჩენის გამო.

პანდემიასთან ბრძოლის წარმატებული მაგალითი რიცხვებში სწორედ ასე გამოისახება: ახალ ზელანდიაში სულ დადასტურებულია ვირუსის 3 949 შემთხვევა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 27 ადამიანი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g