LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„33 წელი გვისრულდება… იქნება ძალიან საინტერესო კონცერტები… ჩვენი სიმღერები უყვართ, ახსოვთ, იციან და გადასცემენ თაობებს…“ – „ქუჩის ბიჭები“ სამომავლო გეგმებით და სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში“

265
ზურა-ხაჩიძე-&-ირაკლი-ნოზაძე

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრები – ზურა ხაჩიძე და ირაკლი ნოზაძე სტუმრობდნენ, რომლებმაც შემოქმედებით სიახლეებზე ისაუბრეს, საზაფხულო კონცერტები დააანონსეს და „ქუჩის ბიჭების“ და ნინი ქარსელაძის ერთობლივი ნამუშევარი – „გული ელოდება“ ახალი ვერსიით წარადგინეს.

როგორია თქვენი შემოქმედებითი სიახლეები და სამომავლო გეგმები?

ირაკლი: ახლა, შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის ერთ-ერთი ისეთი სეზონია, როცა აქტიურობას ვიწყებთ ხოლმე. ვამზადებთ საზაფხულო პროგრამას, ბენდთან ერთად. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ქალაქი მოვიცვათ, საქართველოს მასშტაბით. აუცილებლად დაანონსდება, რომელ ქალაქებში გვექნება „ქუჩის ბიჭების“ ლაივ კონცერტები, ღია ცის ქვეშ, უფასო…

ზურა: აგვისტოში 33 წელი გვისრულდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. იქნება ძალიან საინტერესო ცოცხალი კონცერტები, თავისი მონიტორით, ჩვენი ძველი მასალებით… ძალიან საინტერესო სანახაობა იქნება, განსხვავებული იქნება იმ კონცერტებისგან, რომლებიც წინა წლებში გვქონდა.

რამდენი სიმღერა შევა პროგრამაში?

ირაკლი: ჩვენ გვაქვს ასეთი გამორჩეული თვისება, წინასწარ არ ვადგენთ სრულ პროგრამას, კონცერტის სპეციფიკიდან გამომდინარე, რადგან არის ხოლმე კონცერტები, სადაც სპონტანურად ვარჩევთ სიმღერების ჟანრს და ქრონომეტრაჟსაც.

კონცერტზე თქვენთან ერთად ნინი ქარსელაძეც იქნება?

ზურა: კი, აუცილებლად.

ირაკლი: რა თქმა უნდა, ნინიც იქნება.

რაც შეეხება პროგრამას, რა საკვირველია, იქნება ცნობილი ჰიტები, რომელიც მსმენელს ძალიან უყვარს და კარგ პერიოდს ახსენებს.

მე ბედნიერი ვარ, რომ ახალგაზრდა თაობაც აქტიურად მოდის კონცერტებზე და ზეპირად იციან სიმღერის ტექსტები.

ზურა: 11-10 წლის ბავშვი რომ მღერის… გასაგებია, რომდედა მღერის, უფროსი თაობა მღერის… ხშირ შემთხვევაში, ბებიებიც კი არიან კონცერტებზე, მაგრამ ახალი თაობა როცა მღერის… რეალობას უნდა შევხედოთ თვალებში, დღეს, ჩვენ არ ვართ ისე… თქვენ გახსოვთ ჩვენი პოპულარობის ზენიტი, გახსოვთ, რაც ხდებოდა… 5 წელი წლის საუკეთესო ჯგუფი ვიყავით, სხვადასხვა დაჯილდოებაზე უამრავი პრიზი გვაქვს მიღებული, საქართველოში, საზღვარგარეთ, მაგრამ ყოველთვის ვერ იქნები ასეთი აქტუალური, მაგრამ ჩვენი სიმღერები უყვართ, ახსოვთ, იციან და გადასცემენ თაობებს.

ირაკლი: რამდენიმეახალი სიმღერაც ჩაჯდა ჩვენს რეპერტუარში და გვინდა, რომ ეს ყველაფერი სიურპრიზად დავტოვოთ. უშუალოდ კონცერტზე მოსული მსმენელი გაიცნობს ამ სიმღერებს.

რა სიახლეები გაქვთ სოლო კარიერაში და თქვენი სოლო სიმღერები თუ შესრულდება აღნიშნულ კონცერტებზე?

ზურა: არ ვიცი, ამაზე ვფიქრობთ. „ქუჩის ბიჭებს“ იმხელა რეპერტუარი, იმდენი კარგი სიმღერა აქვს, რომ კიდევ სოლო სიმღერების ჩამატება… ზოგჯერ, მოთხოვნა მოდის მსმენელისგან და იქვე, იმპროვიზაციით შეიძლება.

ზაზა ხუბუკელაშვილმა და ხათუნამ, ჩემმა მეუღლემ ერთობლივად დამიწერეს სიმღერა და დაბადების დღეზე მაჩუქეს. ძალიან დიდი ხანია, ამ სიმღერაზე ვმუშაობთ მე და ზაზა. არანჟირება ზაზამ გააკეთა, ტექსტი ირინა სანიკიძემ დაწერა. ახლო მომავალში მოგიტანთ ამ სიმღერას.

ირაკლი: სოლო სიმღერას არ ვგეგმავ, იმდენად მხიბლავს ჯგუფის რეპერტუარზე და ჯგუფთან ერთად მუშაობა, რომ მერე, მარტო ჩემი ხმა ძალიან მოსაწყენი მეჩვენება ხოლმე.

ვისაუბროთ სიმღერაზე „გული ელოდება“.

ზურა: „გული ელოდება“ რუსა მორჩილაძემ, ფანტასტიკურმა კომპოზიტორმა დაწერა წლების წინ. ნინიც მღერის ამ ვერსიაში. არანჟირება ზაზა ხუბუკელაშვილს ეკუთვნის და მადლობა მას, ასევე მადლობა ტექსტის ავტორს, გია ჯოხაძეს.

ირაკლი: წლების წინ, რუსამ დაწერა ეს სიმღერა და ამ ოცდაათმა წელმა უკვე დაწერა ამ სიმღერის ისტორია, რადგან ეს სიმღერა არის უკვდავი, არის ბრენდი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ სიმღერაში მონაწილეობა მაქვს მიღებული და ახლა, უკვე ახლებურ ვერსიას გთავაზობთ, რომელიც თავიდან გაგიღვიძებთ მუცელში პეპლებს და თავიდან შეგაყვარებთ ყველაფერს.

ქუჩის ბიჭები & ნინი ქარსელაძე – გული ელოდება (ნინი და ქუჩის ბიჭები)

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ქუჩის ბიჭები. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები