კრის ჰემსვორტმა მეუღლესთან, ელა პატაკთან ერთად უქმეები ავსტრალიაში გაატარა. წყვილი სამ შვილთან ერთად განმარტოვდა და უახლოესი მეგობრების, მეთ დეიმონისა და ლუჩანა ბაროსოს გარემოცვაში ფანტასტიკური დრო გაატარა.
მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა ჰემსვორტისა და მისი მეუღლის ცხელი და სექსუალური ფოტოები, სადაც ისინი ერთმანეთის მიმართ გრძნობებს ვერ მალავდნენ. 34 წლის კრისი და 41 წლის ელზა არც პაპარაცების განსაკუთრებულმა აქტიურობამ შეაშინა. უნდა აღინიშნოს, რომ ასაკის მიუხედავად ჰემსვორტის მეუღლე არაჩვეულებრივ ფორმაშია.
მოგვიანებით წყვილმა მეთ დეიმონთან და ლუჩანა ბაროსოსთან და შვილებთან ერთად პიკნიკზე გადაინაცვლა. ინტერნეტში მოხვდა ჰემსვორტის მეუღლის ფოტოები შავ და თეთრ საცურაო კოსტიუმებში, სადაც ის ერთნაირად მომხიბვლელია.