იმერეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ცნობილი ექიმი გუბაზ კორძაია ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა. ექიმი, მსუბუქი ავტომობილით მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, ექიმმა გუშინ ქუთაისში ოპერაცია ჩაატარა და თბილისში ბრუნდებოდა.
ექიმი ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.
