LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნებისმიერმა პოლიტიკოსმა ამ ქვეყანაში უნდა იცოდეს, რომ მთავარია ჩვენი აზრი… ვიცავთ საკუთარ თავისუფლებას – მარიამ გეგუჩაძე

228
BeFunky-collage (2)

“რეალურად აქ ჩვენ საკუთარ თავისუფლებას ვიცავთ და მგონია, რომ ყველაზე დიდი საფრთხე არის რუსეთი” – ასე უპასუხა სამოქალაქო აქტივისტმა მარიამ გეგუჩაძემ “ფორტუნას” კითხვას, თუ რა არის მთავარი გზავნილი, 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის.

“ნებისმიერმა პოლიტიკოსმა ამ ქვეყანაში უნდა იცოდეს, რომ მთავარია ჩვენი აზრი, იმიტომ რომ მათ ჩვენ ვაძლევთ ძალაუფლებას…როდესაც ვინმე შეგვეწინააღმდეგება, ჩვენი რეაქცია ძალიან მკაფიო იქნება,”- აცხადებს მარიამ გეგუჩაძე.

ბევრნი ვართ, ვისაც რუსეთი არ უნდა – რა ხდება რუსთაველის გამზირზე

რუსეთი ოკუპანტია,  “ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ” – ამ გზავნილით 20 ივნისის სისხლიანი მოვლენებიდან ერთი წლის თავზე სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან კვლავ იკრიბებიან. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. პარლამენტთან აქციაზე მისული მოქალაქეები ვლადიმერ პუტინის გამოსახულებიან სტიკერებზე განლაგდებიან.

საუკეთესო დროა შევახსენოთ ადამიანებს, რა მოხდა ერთი წლის წინ…მაქვს დიდი უსამართლოს განცდა, რომელიც სადღაც უნდა გამოვხატო – მაკო გომური

mazda magti 5g