LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბიბლიოთეკა და ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მემორანდუმის ფარგლებში ახალ ეკოაქტივობებს იწყებენ

135
82179293-273457937316190-8695456941877876179-n

ეროვნული ბიბლიოთეკა და გარემოსდაცვითი ორგანიზაცია დავიცვათ საქართველოს სისუფთავე 2 ივლისს, 12 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში (გუდიაშვილის 7) მდებარე მარო მაყაშვილის ბაღში თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ერთობლივი ინიციატივები დაიგეგმება და ეტაპობრივად განხორციელდება. ინიციატივა ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი თემების ირგვლივ საზოგადოების ცნობიერების ზრდას, ეკოაქტივიზმის წახალისებას.

“ამ შეთანხმების მთავარი მიმართულება ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული პლატფორმის ბაზაზე ეკოთეკის შექმნა იქნება, რაც მიზნად ისახავს ერთ სივრცეში გააერთიანოს ყველა იმ ორგანიზაციის, კომპანიის თუ კერძო პირის ვიზუალური მასალა, რაც მათ გარემოსდაცვით აქტივობებს ასახავს.

ეტაპზე ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში არსებობს სხვადასხვა დროის ფოტოები, პლაკატები, პუბლიკაციები, რომლებიც გარემოსდაცვითი თემების ირგვლივ ფრაგმენტულ ინფორმაციას გვაძლევს და საჭიროებს როგორც ძველი, ასევე უახლესი პერიოდის მასალებით შევსებას. ეკოთეკის საშუალებით ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, ერთ სივრცეში ნახოს და გაეცნოს სხვადასხვა დროს საქართველოში განხორციელებულ გარემოსდაცვით აქტივობებს და გაიცნოს მასში ჩართული ადამიანები.

მემორანდუმის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკა ასევე აიღებს ვალდებულებას, სივრცე პერიოდულად დაუთმოს გარემოს დაცვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. ორგანიზაცია დავიცვათ საქართველოს სისუფთავე კი საერთაშორისო პროექტ ეკოსკოლის ფარგლებში საგანმანათლებლო მასალებს სოფლის ბიბლიოთეკებშიც გაავრცელებს და შემეცნებით გარემოსდაცვით აქტივობებს განახორციელებს.”- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

magti 5g