LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეკოლოგიური სტანდარტი ქვეყანაში იყოს დაცული: გახარია

69
132385065-1886036288200933-6745369266701740328-o

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეკოლოგიური სტანდარტი ქვეყანაში იყოს დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეკოლოგიური სტანდარტი სულ უფრო და უფრო აქტუალურია როგორც ჩვენთვის, ისე ევროპული სივრცისთვის.

„ეს ის სტანდარტია, რომელიც სულ უფრო და უფრო აქტუალურია როგორც ჩვენთვის, ისე ევროპული სივრცისთვის. არ მგონია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ არჩევანის წინაშე არ დავდგეთ ეკონომიკური განვითარება, სოციალური ფაქტორები თუ გარემოს დაცვის სტანდარტები, რამეთუ ყველას კარგად გვესმის, რომ საბოლოო ჯამში, საშუალოვადიან პერსპექტივაში ეს მაინც უკან დაგვიბრუნდება. პირდაპირი ზემოქმედება ექნება როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ განზომილებაზე, ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეკოლოგიური სტანდარტების ხარჯზე არც ეკონომიკური განვითარების სტიმულირება მოვახდინოთ და არც სოციალური განზომილების ჭრილში რაღაც ბენეფიტები მივიღოთ, ამას გპირდებით, აქ არის მთავრობა და ნახავთ როგორ შეასრულებენ,“- განაცხადა პრემიერმა.

 

ნახეთ, ვრცლად გახარიას გამოსვლის ძირითადი აქცენტები:

რატომ დასახელდა მთავრობა ძველი შემადგენლობით: გახარია 2 მიზეზს ასახელებს

ჯანდაცვის სისტემის რეფორმა გასაძლიერებელია: რა გამოწვევებზე საუბრობს გახარია

უნდა დავიწყოთ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციაზე ფიქრი, საგადასახადო შეღავათები გადაიხედება – გახარია

მეხანძრე-მაშველი, პოლიციელი, ექიმი, მასწავლებელი – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი სახელფასო და სოციალური უზრუნველყოფა იყოს ღირსეული: გახარია

ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება: გახარია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები