საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
კითხვაზე, რატომ დასახელდა მთავრობის შემადგენლობა იგივე სახით, გახარიამ 2 არგუმენტით უპასუხა.
1. მთავრობის იგივე შემადგენლობა არის ლოგიკური, როგორც ჩემი გადმოსახედიდან, ასევე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების გადმოსახედიდანაც. პირველ რიგში იმიტომ, რომ კრიტიკული მიმართულების თვალსაზრისით ეს მთავრობა ეფექტიანად ახორციელებს თავის ძირითად ფუნქციებს.
ჯანდაცვის სისტემის რეფორმა გასაძლიერებელია: რა გამოწვევებზე საუბრობს გახარია
2. მთავრობაში ბევრი მიმართულებით დაწყებულია სისტემური რეფორმები, ეს იქნება ჯანდაცვა, განათლება თუ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ასევე სერიოზული რეფორმებია დაწყებული ეკონომიკის სამინისტროში. ეს ყველაფერი, განსაკუთრებით კრიზისის პირობებში, ბოლომდე მისაყვანია. ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეთ, ამიტომ გაურკვეველია ერთი არგუმენტი მაინც, რა უნდა ყოფილიყო მთავრობის შეცვლის მიზეზი, მაშინ როდესაც მთავრობა ეფექტურად მუშაობს და მეორე, ვართ საკმაოდ მძიმე კრიზისში.
„ის მოვალეობები და დაპირებები, რომელიც აღებული გვაქვს, ბოლომდე მივიყვანოთ. ეს არის ძირითადი მიზეზები, თუ რატომ არ განხორციელდა მინისტრთაკაბინეტში ცვლილებები“, – განმარტა გახარიამ.
ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება: გახარია
შეგახსენებთ, მთავრობის ახალი შემადგენლობა ძველი სახით იქნება წარმოდგენილი, იუსტიციის მინისტრის გარდა. თეა წულუკიანის სავარძელს მისი ყოფილი მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე დაიკავებს.
ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება: გახარია