LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შველივით ბიჭი მოკლეს” – პოეტი რეზო ამაშუკელი ვიდეომიმართვაში გიორგი შაქარაშვილზე საუბრობს (ვიდეო)

1841
maxresdefault

პოეტი რეზო ამაშუკელი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა. მან ფეისბუქში ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ დამნაშავეა ის წრე, რომელიც ბიჭის გაუჩინარების შემდეგ გასართობად წავიდა.

„მოკლულია რად უნდა ამას ლაპარაკი. ახალგაზრდა კაცი, რომ გაიგებს ამ ამბავს და გასართობად წავა, შეეცდება იმხიარულოს, დაუშვებელია. მე რომ ვნახე ამ ბავშვის ვიდეო, როგორ ეფერებოდა ეს კრავი, შველივით ბიჭი ძაღლს, გული დამწყდა. თუმცა, საუბედუროდ ესეც ჩაივლის. მე მწარე სიტყვას ვლაპარაკობ, მაგრამ ესეც ჩაივლის, რადგან ადამიანი ბერ რამეს ეგუება. არცერთი ადამიანი არ უნდა იყოს დაუსჯელი. იქ კონკრეტული დამნაშავეები არიან, მაგრამ ის წრე, რომელიც მერე სადღაც წავიდა და კუნტრუში გააგრძელა, საზიზღრები და მკვლელები არიან“,- თქვა რეზო ამაშუკელმა.

https://www.facebook.com/BSinfo.official/videos/315016599678020/?t=0&v=315016599678020

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g