LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ, უკანონო პატიმრობაში რომ ვართ“ – გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული

220
427078272_401206859120308_4042136613558073713_n

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ერთ-ერთ ეპიზოდზე, დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა.

სასამართლო პროცესზე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ვახტანგ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ „მათ მოსანანიებელი არაფერი აქვთ“.

„იმედი მაქვს, სწრაფი და ეფექტიანი იქნება ეს პროცესები. [გურამ ამირხანაშვილის] 5-ჯერ შეცვლილი ჩვენება როგორ მიიღო სასამართლომ, ამას ვერ ვხვდები.

სასამართლოს პატივი რაზე უნდა ვცეთ? ჩვენ არ გვცემენ პატივს, ჩვენ უფლებებს არღვევენ, სულ არ მინდა ადვოკატი მყავდეს, სამართლიანი სასამართლო ჩამიტარეთ და ევროკონვენციაზე რომ წამიკითხეთ, იმ სტანდარტებით გამასამართლეთ და არა იმით, რაც წინაზე გვაქვს ნანახი.

ვერ ვხვდები, ჩვენ მიმართ რატომ არის სასამართლო ასეთი არასამართლიანი? მოწმე ამბობს არ გავუტაცებივართ, ჩემით ჩავჯექი მანქანაშიო და ჩვენ მაინც ციხეში ვართ.

მერე პრეტენზია გაქვთ, უპატივცემულოდ რატომ იქცევითო. რითი დაიმსახურა მოსამართლემ, ვინც გაგვასამართლა, ან პროკურომა ჩვენი პატივისცემა?

ბევრს ჰგონია, რომ მოსანანიებელი გვაქვს, მაგრამ ჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ უკანონო პატიმრობაში რომ ვართ. ეს საქმე ხელახლა უნდა იყოს გამოძიებული, სულ არაა იურიდიული განათლება საჭირო, რომ ვერ მიხვდე, ამ საქმეში რა სისულელე ხდება.

ერთი მოწმე არ გყავთ, ვინც ხელს დაგვადებს, რომ [გიორგი შაქარაშვილი] მოვკალით. ერთი მტკიცებულება მომიტანეთ? ვერ ვხვდები, 4 წელი რატომ ვიმყოფები ციხეში. ვერ ვხვდები ასეთი უსამართლოები რატომ უნდა იყოთ? ასე არ უნდა გექცეოდეს სასამართლო, სასამართლო თვითონ ქმნის ადამიანებს დამნაშავეებად, ასე ხალხს არ უნდა ექცეოდეთ. თქვენც, ბატონო მოსამართლევ, შესაძლოა, ჩემი ტოლი შვილიშვილები გყავდეთ და შეიძლება დაიჭირონ უსამართლოდ“, – თქვა ჩიქოვანმა.

ცნობისათვის, 19 წლის გიორგი შაქარაშვილი 2020 წლის 18 ივნისის ღამით გაუჩინარდა. ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, ოთხდღიან სამძებრო სამუშაოებში 70 მაშველი იყო ჩართული. გიორგი შაქარაშვილი 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდადებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით მდინარე არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილი და გადააგდეს მდინარეში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

სასამართლომ სამ პირს სასჯელის სახით 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ორ პირს, როგორც არასრულწლოვნებს, 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მართლმსაჯულება ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანსა და არჩილ გაგნიძეს გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

შაქარაშვილის საქმეზე 6 პირს განაჩენი გამოუტანეს

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულთა სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა – სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ შეცვლილა 

სლაიდზე ერთ-ერთი ფოტო: IPN

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები