LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარაშვილის საქმეზე 6 პირს განაჩენი გამოუტანეს

269
ganaceni

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებული 6 პირის სასჯელის სახე და ზომა განსაზღვრეს.

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ სამ არასრულწლოვანს 5 წლითა და 3 თვით, ორ არასრულწლოვანს 6 წლითა და 9 თვით, კიდევ ერთს კი 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლოში სასჯელის დანიშვნასთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე ხუთი წლით და სამი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ ლ.შ.-ს, ნ.ც-ს, გ.მ.-ს.

სამივე ძალადობასა და ძალადობის ორგანიზებაში არიან ბრალდებულები.

ასევე ძალადობისა და ძალადობის ორგანიზების მუხლებით განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ნ.ქ.-ს.​

რაც შეეხება ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს, მათ ძალადობისა და ძალდობის ორგანიზების გარდა, დამატებით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვისაც ჰქონდათ ბრალი წარდგენილი.

თითოეულ მათგანს სასამართლომ 6 წლითა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს გამამტყუნებელი განაჩენი 13 ნოემბერს გამოუტანა.

ცნობისთვის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანი იყო, ამჟამად კი, ყველა მათგანი, ზ.ხ.-ს გარდა, სრულწლოვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები