გიორგი შაქარაშვილის მშობლები და ბიძა გენერალურ პროკურორს შეხვდნენ. გარდაცვლილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, საქმეში ჩართული ის პირები, რომლებიც გამოძიებას კურირებენ, თუმცა კონკრეტულად რა მიმართულებით მიმდინარეობდა საუბარი, ნიკოლაძე არ აკონკრეტებს.
ასევე, მისივე ინფორმაციით, საგამოძიებო ვადა ერთი თვით გახანგრძლივდება. ნიკოლაძის ინიციატივაა, რომ არასრულწლოვნების საქმე ცალკე ეპიზოდად გამოიყოს.
"მინდორში ვეძებეთ, ბიჭო...ხო არ დაბრიდესმეთქი, პირდაპირ ბიტებს გვირტყამდნენ"- ახალი ჩვენებები შაქარაშვილის საქმეში
"ნახე მკლავდნენ ბიჭო, შერყევა არ მაქვს, ტანზე არაფერი მჭირს, ცხვირი გამიტეხეს"
შაქარაშვილის ბიძა დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ რაც ცნობილი გახდება, ათამდე სახის ექსპერტიზის პასუხები და მოწმეების ჩვენებები, ტოიოტა ქამრიში მსხდომ ექვსივე პირს განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინება ბრალი. ეს პირები ამჟამად, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით არიან დაკავებულები.
“დღეს გიორგის მშობლები ჩემთან ერთად შეხვდნენ საქართველოს გენერალურ პროკურორს, ბატონ ირაკლი შოთაძეს და რამდენიმე წამყვანი თანამდებობის პირს, რომლებიც უშუალოდ კურირებენ საქმის გამოძიებას. განზრახ მკვლელობის მუხლს არ გაუჭირდება, ცოტა ხანში თქვენ ყველა ნახავთ რაც მოხდება,”- აღნიშნა ნიკოლაძემ.
ახალგაზრდა ფეხბურთელი 1 თვის წინ 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. 4-დღიანი უწყვეტი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა წყალში დახრჩობით. სიკვდილამდე მოკლე პერიოდში კი ფეხბურთელს მრავლობითი დაზიანებები მთელ სხეულზე, ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული.
საქმეზე 17 პირია დაკავებული, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ.
დღეს შიშისგან გული უნდა გქონდეთ გახეთქილი და არა ექსპერტს ან გვარამიას ებრძოდეთ! – ირინა სარიშვილი