LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს შიშისგან გული უნდა გქონდეთ გახეთქილი და არა ექსპერტს ან გვარამიას ებრძოდეთ! – ირინა სარიშვილი

868
BeFunky-collage (12)

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის  ყოფილი ლიდერი ირინა სარიშვილი გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

სარიშვილი წერს, რომ დამნაშავეებს ხელს ხელისუფლება აფარებს და საზოგადოებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.

ექსპერტი, რომელიც შეიძლება გიდადაც მუშაობდეს (სიმართლეც რომ იყოს) თურმე პრობლემაა და მწყემსი, რომ ფეხოსანი პატრული აღმოჩნდება მერე რა ხო? ამ ხელისუფლების დამცველებო!
ეგებ ცოტა გაიჭირვოთ და გააანალიზოთ – ექსპერტმა ყველა დასკვნა ოფიციალური ექსპერტიზის აღწერის აფუძველზე გააკეთა და ოდნავ ლოგიკის უნარი თუ დაგრჩათ, დღეს გული უნდა გქონდეთ შიშისგან გახეთქილი და არა ექსპერტს, გვარამიას ან მთავარ არხს ებრძოდეთ!

“იმედის” სიუჟეტმა პირდაპირ დაადასტურა ის თუ საით უნდოდა გამოძიებას საქმის წაყვანა. დღეს კი აღმოჩნდა რომ “მწყემსი” ფეხოსანი პატრული თავადვე აღიარებს, ტყუილი ვთქვიო.

გარდა მთლიანი სურათის ენით აუწერელი ტრაგიზმისა, ამ ყველაფერში ყველაზე ამაზრზენი, საშიში და შოკში ჩამგდები ისაა რომ ხელისუფლება ასეთ დამნაშავეებზე ხელის დაფარვის მიზნით ტელევიზიის ჩათვლით ყველა სტრუქტურას ამუშავებს! ამაზე არ ფიქრობთ???

ისე როგორ დაგიბნელდათ გონება რომ შიშის შეგრძნებაც არ დაგრჩათ – მომავლის შიშის???

წინ თუ ვერ იხედებით, საკუთარ შვილებს შეხედეთ!”- წერს სარიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები