LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3D განათებები მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე – ტურისტებს მოგზაურობა ღამითაც შეეძლებათ

205
ს (4)

მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოგზაურობა ღამით, 3D განათებების ფონზე, უკვე შესაძლებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„3D განათების სისტემით აღჭურვა ვიზიტორებს საშუალებას მისცემს ღამის საათებშიც იმოგზაურონ ამ უნიკალურ და ულამაზეს დაცულ ტერიტორიებზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას.

ეკომეგობრული, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი 3D განათების სისტემა, ზიანს არ აყენებს გარემოს და, ამავდროულად, მოგზაურობას კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.