LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3D ვიდეო ინსტალაცია „ქართული ხელნაწერები“ საკრებულოს შენობაზე [ფოტოები]

278
_G2A0019

დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

ღონისძიება საზეიმოდ გახსნა ანსამბლმა „მძლევარმა“. უნივერსიტეტის ბაღში, მთელი დღის განმავლობაში, განთავსებული იყო ქართულ ენასთან დაკავშირებული შემეცნებითი ინსტალაციები და საბავშვო კუთხე. ასევე,  ნიაზ დიასამიძის და ჯგუფის „33ა“ კონცერტი გაიმართა.

დღის ბოლოს, სახელმწიფო ენის დღის აღსანიშნავად, თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაქალაქის საკრებულოს შენობაზე მოეწყო 3D ვიდეო ინსტალაცია „ქართული ხელნაწერები“, რომელზეც წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული უნიკალური კოლექცია. თანამედროვე, კონცეპტუალური ხედვით ნაჩვენები იყო ვიზუალური ინფორმაცია ქართულ იდენტობასა და საქართველოს ინტელექტუალურ-კულტურულ წარსულზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები