LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში დაცული 11 ქართული ხელნაწერი საქართველოში გამოიფინება

154

კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში დაცული 11 ქართული ხელნაწერი საქართველოში გამოიფინება,- ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე სოციალურ ქსელში წერს.

“2018 წლის დასაწყისში სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჩართულობით და მათავარი მოქმედი პირის საქართველოს ეროვნული არქივის მონაწილეობით დაიწყო უმნიშვნელივანესი პროექტი, რომელიც გულისხმობს, კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში დაცული, თავადი ჩარტორისკის ბიბლიოთეკაში მყოფი 11 ქართული ხელნაწერის კონსერვაცია/რესტავრაციას და საქართველოში გამოფენას. ჩემი ამჟამინდელი ვიზიტის დროს კრაკოვის მუზეუმის ხელმძღვანელებმა გამიზიარეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შეთანხმება არქივს და მუზეუმს შორის უახლოეს დღეებში ფორმდება დოკუმენტალურად. პროცესი იწყება,”- წერს ანთიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები