პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში 4 385 ადამიანი დაიღუპა, რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რაოდენობა 13 561-ს შეადგენს.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთაგან 1 756 ბავშვია.
დღეს რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გავლით ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება მოხერხდა.
ცნობისათვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშის შესახებ მას შემდეგ განაცხადეს, რაც 7 ოქტომბერს, ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისრაელზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა.