LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქი ღაზა სრულიად ალყაშია, ცეცხლის შეწყვეტა არ განიხილება – დანიელ ჰაგარი

409
Screenshot 2023-11-03 001520

ისრაელის სამხედროებმა ქალაქი ღაზა ალყაში მოაქციეს, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარმა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

“ჩვენმა ძალებმა სრულიად მოაქციეს ალყაში ქალაქი ღაზა, „ჰამასის“ აქტივობების ცენტრი”, – განაცხადა ჰაგარიმ.

მან აღნიშნა, რომ „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანია, რომელიც კატარში ცხოვრობს, ირანში ვიზიტს გეგმავს.

“ისინი ღაზიდან ჩვენი ყურადღების გადატანას ცდილობენ, [მაგრამ] ჩვენ ფოკუსირებული ვართ ჰამასზე… ტერმინი “ცეცხლის შეწყვეტა” ამ მომენტში არ განიხილება”, – განაცხადა ჰაგარიმ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები