LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 563 ახალი შემთხვევა და 77 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

44
1

გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 4 563 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 771 381-ია.

ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 4 744-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 705 312-მდე გაიზარდა.

კოვიდინფექციამ კიდევ 77 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 10 739 პაციენტი.

ამ დრომდე:

კარანტინის რეჟიმში რჩება 54 პირი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 6 864 ადამიანი.

კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 1 291-ია.

ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 49 334, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 29 214, PCR ტესტით – 20 120.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,25%, ბოლო 14 დღის – 9,98%, ბოლო 7 დღის – 10,19%.

დღიურად აცრილთა რიცხვი – 6 356-ია.

სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g