LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 ახალი ინფიცირებულიდან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთის წყაროს მოძიება გრძელდება – მარინა ეზუგბაია

134
Capture

“ერთი ახალი შემთხვევის დაინფიცირებულის წყარო ჯერჯერობით უცნობია” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან ერთი სომხეთიდან, ორი კი ყირგიზეთიდანაა იმპორტირებული.

მარინა ეზუგბაიამ კლინიკაში მოთავსებული ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ ინფიცირებულს პნევმონია აქვს.

“ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს. 4 ახალი შემთხვევიდან 3 არის შემოტანილი, მათგან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 საკარანტინე სივრცეში დადასტურებული, ხოლო მე-4 შემთხვევის წყაროს მოძიება გრძელდება. თბილისში დადასტურდა ეს შემთხვევა. ჩვენს ცენტრში 1 გამოჯანრთელდა, დაგვემატა 3 ახალი შემთხვევა, სამივე იმპორტირებული – ერთი სომხეთიდან, ორი ყირგიზეთიდან და ამჟამად გვყავს 26 დადასტურებული პაციენტი. მათი მდგომარება საშუალო სიმძიმისაა, მხოლოდ ერთთან აღინიშნება პნევმონია და ისიც არ არის მძიმე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, არც ერთთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება და მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, უახლესი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები 4- ით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა.

magti 5g