LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 ახალი საწარმო აშენდება და ათეულობით ადამიანს დაასაქმებს

83
20180914140653

ქვეყანაში 4 ახალი, მცირე საწარმო აშენდება, – საკითხზე დღეს ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა. ნათია თურნავას თქმით, მცირე საწარმოები ინვესტიციების მოზიდვასთან ერთად სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.

„თელავში, სოფელ აჩინებულში შეიქმნება მცირე მცირე სამაცივრე მეურნეობა, 616 000 ლარის ინვესტიცია და რამდენიმე ათეული ადამიანის დასაქმება იგეგმება. ქალაქ ზესტაფონში შეიქმნება ბოჭკოვანი მინის მწარმოებელი საწარმო – ეს არის 2 152 000 ლარის ინვესტიცია, ასევე რამდენიმე ათეული ადამიანის დასაქმება, თბილისში, ფონიჭალაში შეიქმნება სამშენებლო მასალისა და ლითონის ნაწარმის მწარმოებელი მცირე საწარმო, მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია. ასევე ფონიჭალაში შეიქმნება ქიმიური პროდუქციის მწარმოებელი მცირე საწარმო, რომელიც 600 000-ზე მეტი ლარის ინვესტიციას ითვალისწინებს“, – განაცხადა ეკონიმიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, მთავრობის სხდომაზე 4 მცირე საწარმოს პროექტი დამტკიცდა. აღნიშნული პროექტები პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g