LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 ფაქტი – როგორ მოვიპოვოთ გოგონებში პოპულარობა

78

იმისათვის, რომ ქალებზე შთაბეჭდილება მოვახდინოთ, სულაც არ არის აუცილებელი ყირაზე გადავიდეთ. გადაავლეთ თვალი ჩვენს მიერ შემოთავაზებულ რჩევას და გაითვალისწინეთ 4 ფაქტი. მაშ ასე, როგორ ავღმოჩდეთ ყურადღების ცენტრში დიდი ძალისხმევის გარეშე.

 

ფაქტი N1

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ყოველ 15 წუთში ერთხელ დუშის მიღება რაიმე შედეგს მოგცემთ, ძალიან ცდებით. არც ერთ ქალს არ მოეწონება ისეთი მამაკაცი, რომელიც მასზე მეტ დროს გაატარებს სარკესთან. მეტროსექსუალიზმი, არც თუ ისე დადებითად მოქმედებს ქალებზე. სუსტი სქესის წარმომადგენლებს სჭირდებათ გვერდით მამაკაცი და არა ნივთი, რომელიც სარკესთან უნდა ჩამოკიდო.

 

ფაქტი N2

ქალისთვის მამა დედამიწის ზურგზე ერთადერთი მამაკაცია. შესაბამისად, თუ გსურთ მანდილოსანს თავი მოაწონოთ, ეცადეთ გავდეთ მის მამას. ის თქვენს გვერდით თავს ძალიან ბედნიერად იგრძნობს.

 

ფაქტი N3

იყო განსხვავებული, სულაც არ ნიშნავს ყურებზე სიარულს. გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია. შესაბამისად ადამიანები, რომლებიც უბრალოდ საკუთარ თავს განასახიერებენ, უფრო პოპულარულები არიან ვიდრე „განსხვავებულობაზე ორიენტირებული“ ადამიანები.

 

ფაქტი N4

ქალის რეპროდუქციული სისტემის ახსნა–განმარტებას არ დავიწყებთ. თუმცა, ფსიქოლოგიურიმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალი მენსტრუალური ციკლის დროს ძალიან მგრძნობიარეა და დიდი დოზით ყუარდღებას ითხოვს. ამიტომ მთავარია, საჭირო დროს აღმოჩნდეთ მის გვერდზე და ყველა ღონე იხმაროთ, რომ თავი გმირად მოაჩვენოთ, რომელიც მისთვის მუდამ მყარი დასაყრდენი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები