LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 მილიონზე მეტი ნახვა – თვითმფრინავის სავარძელზე მიბმული ქალის ვიდეო „ტიკ-ტოკზე“ ვირუსულად გავრცელდა

148
tiktoknews45

ვირუსულმა „ტიკ-ტოკ“ ვიდეომ, რომელზეც თვითმფრინავის სავარძელზე ლეიკოპლასტირით მიბმული ქალია ასახული, მოკლე დროში ნახვების რეკორდული რაოდენობა დააგროვა. ამერიკული ავიახაზების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მგზავრი ქალბატონი მოულოდნელად აგრესიული გახდა სხვა მგზავრებისა და პერსონალის მიმართ და თვითმფრინავის კარის გახსნასაც კი ცდილობდა, რის გამოც ეკიპაჟმა სხვა გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ სხვა მგზავრებმა დაინახეს ქალბატონის არაადეკვატური ქცევა, რასაც მათი სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნა შეეძლო, ვიდეოს ავტორმა მგზავრმა, რომელიც „ტიკ-ტოკზე“ @ lol.ariee-ის სახელით არის რეგისტრირებული, ავიახაზები მაინც გააკრიტიკა მგზავრთან არასათანადო მოპყრობის გამო.

ავიარეისი სამშაბათს, დალასიდან შარლოტის მიმართულებით განხორციელდა. ერთ-ერთმა მგზავრმა ქალბატონმა მოულოდნელად აფრენილი თვითმფრინავიდან ჩასვლა და კარის გახსნა სცადა, რასაც ბორტგამცილებლებთან კონფლიქტი მოჰყვა. ქალბატონმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ეკიპაჟმა სხვა გამოსავალი ვერ მონახა, გარდა ურჩი მგზავრის დაბმისა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციას 2021 წელს უკვე 2 500-ზე მეტი  შეტყობინება აქვს მიღებული მგზავრების მიერ ურჩი საქციელის შესახებ, თუმცა მათი უმეტესობა უწყინარია და მხოლოდ თვითმფრინავში პირბადის ტარებას აპროტესტებს.

თვითმფრინავში დაბმული ქალის ვიდეოს „ტიკ-ტოკზე“ უკვე 4 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები