LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადამარჩინეთ გარიგებით ქორწინებისგან“ – მარტოხელა მუჰამედ მალიკი ცოლს ბილბორდების მეშვეობით ეძებს

224
-122582776-1a7fd4e7-49bf-47a4-84b6-e0a8d9c98b15

29 წლის მარტოხელა მუჰამედ მალიკი ცოლს ლონდონის და ბირმინგემის ქუჩებში განთავსებული ბილბორდების მეშვეობით ეძებს.

ბილბორდზე მუჰამედის ფოტოს და ვებგვერდის გასწვრივ ვკითხულობთ წარწერას – „გადამარჩინეთ გარიგებით ქორწინებისგან“.

მალიკი იმედოვნებს, რომ სპეციალურად მისთვის შექმნილი ვებგვერდი მის ცხოვრებას შეცვლის. მისი თქმით, მან უკვე ასობით შეტყობინება მიიღო, თუმცა ჯერ ვერ გამონახა დრო მათ გასაცნობად.

მალიკის თქმით მან ქალბატონებთან შესახვედრად უამრავ ხერხს მიმართა, მათ შორის გაცნობის აპლიკაციებს. ბილბორდის მეშვეობით თავის გარეკლამება კი მეგობარმა ურჩია. აღსანიშნავია, რომ მშობლებმა მუჰამედის გადაწყვეტილება არ მოიწონეს. მიუხედავად ყველაფრისა, ბილბორდი ქუჩებში 14 იანვრამდე დარჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები