LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 ნაბიჯი, თუ როგორ გადაწყვეტდა „ბორჯომის“ საკითხს თავმოყვარე და ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება – გიორგი ქადაგიძე

159
ipiccy_image

„ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე „IDS ბორჯომი საქართველოს“ შესახებ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, თუ როგორ გადაწყვეტდა „ბორჯომის“ საკითხს თავმოყვარე და ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება.

„ნაბიჯი 1. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ამერიკის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის აქტებს, კრემლთან დაკავშირებული სანქცირებული ოლიგარქების შესახებ, აქვს იურიდიული ძალა საქართველოს ტერიტორიაზე.

ნაბიჯი 2. საქართველოს პარლამენტი იღებს კანონს სანქცირებული ოლიგარქების ქონების გაყინვის და განკარგვის შესახებ.

ნაბიჯი 3.სასამართლო, ახალი კანონის შესაბამისად, ნიშნავს საერთაშორისო რეპუტაციულ დროებით მმართველს დაყადაღებული ქონების სამართავად.

ნაბიჯი 4. დაყადაღებული ქონების საქმიანობიდან და შემდგომი გაყიდვიდან მიღებული ასეულობით მილიონი მიემართება უკრაინაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაბამის ანგარიშებზე, საერთაშორისო პრაქტიკის და პრეცედენტის შესაბამისად.

შედეგად, „ბორჯომი“ აგრძელებს საქმიანობას ახალი მმართველის ქვეშ, ხალხი ინარჩუნებს სამუშაო ადგილებს, ბიუჯეტი შემოსავლებს. რაც მთავარია, მოძმე უკრაინასთან ვართ წელში გამართულები და ჩვენი ბიზნესმენები ამაყად იღებდნენ მონაწილეობას უკრაინის რეაბილიტაციაზე გამოყოფილ მრავალმილიარდიან ტენდერებში. ასე რომ მეგობრებო, „ბორჯომის“ პრობლემა კი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს საგარეო პოლიტიკური კურსის პრობლემა“, – ამბობს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.

შეგახსენებთ, კომპანია IDS ბორჯომი წარმოებას დროებით აჩერებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედებების დაწყების, დღიდან, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g