LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

124
4 ოქტომბერი, თბილისი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პოლიციამ ექიმი, აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი დააკავა

პოლიციამ ექიმი, აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი დააკავა.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ დროისათვის ჯამში, დაკავებულია 45 პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი – 1987 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს. ამ დროისათვის ჯამში, დაკავებულია სულ 45 პირი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g