LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » 4 ოქტომბრის მოვლენები თბილისში

4 ოქტომბრის მოვლენები თბილისში

მოსამართლემ ბაჩო ახალაია კვლავ პატიმრობაში დატოვა

ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბაჩო ახალაია: „ეს ხელისუფლება არის დასამხობი… დასამხობი და გამოსაყრელია მათი ყველა ჩინოვნიკი კაბინეტიდან, წიხლებითაა გამოსატანი“

ასე მიმართა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლევან გელოვანს.

„მითხარით, ვინ ჩამოუყალიბა ის აზრი პოლიციელს, რომ პაატა მანჯგალაძე ქვეყნის დამანგრეველია? რაში გამოიხატება ჩემი მხრიდან მომავლის დანგრევა?“ – პაატა მანჯგალაძე სპეცრაზმელს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებული 10 პირის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება.

„პრეზიდენტის სასახლესთან ღობის სექციები დეფორმირებული იყო, შედუღების ადგილზე გადატეხილი, ერთი ღობე კი ნახევრად მოგლეჯილი, ღობე დაჟანგებული არ იყო, ზარალი 9 300 ლარია“ – მოწმე ექსპერტი 4 ოქტომბრის საქმეზე

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულების: პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, თორნიკე მჭედლიშვილის, ნიკა გვენცაძის, ირაკლი ჩხვირკიას, ირაკლი შაიშმელაშვილის და გური ჟვანიას მორიგი სასამართლო პროცესი იმართება.