თანამედროვე სუპერმარკეტები ერთი შეხედვით სუფთა და უსაფრთხო ჩანს. სინამდვილეში კი ისინი შესაძლოა სავსე იყოს ჯანმრთელობისთვის სახიფათო მიკრობებითა და ბაქტერიებით. მიკრობები მაღაზიის ყველა კუთხეში იმალებიან და შესაძლოა თქვენს ნაყიდ პროდუქტებთან ერთად ეს ბაქტერიებიც მიიტანოთ შინ. ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ, რომელიც ნივთები მალავენ მიკრობებს დ მაქსიმალურად დავიცვათ ჰიგიენური ნორმები. წარმოგიდგენთ 4 ყველაზე “ჭუჭყიან” ადგილს სუპერმარკეტებში.
მაღაზიის ურიკები და კალათები
სუპერმარკეტში მოხვედრისთანავე პროდუქტების ჩასადებად ურიკას ან კალათას ვიღებთ. თუცა უნდა ვიცოდეთ, რომ სწორედ ესენია ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ნივთები მაღაზიაში. მათ სახელურებს ყოველდღიურად ასობით ადამიანი ეხება. ამრიგად, თქვენ სხვადახვა ინფექცია შეიძლება გადმოგედოთ.
ესპანელმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ კალათებისა და ურიკების სახელურების დაახლოებით 50% ენტერობაქტერიებით არის სავსე.
ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ, მათი სახელურები პირველ რიგში სადენზიფექციო ხსნარით გავწმინდოთ.
მაცივრის კარები
მაღაზიებში შემდეგი “საშიში” ადგილი მაცივრების და საყინულეების კარები და მათი სახელურებია. კვლევებმა აჩვენა, რომ მაღაზიის მაცივარის მხოლოდ ერთ სახელურზე 33 ათასზე მეტი ბაქტერია და მიკრობია.
გარდა ამისა, ამ ზედაპირებზე მიკროორგანიზმები საკმაოდ სწრაფად მრავლდებიან. ამიტომ, სანამ კარს გააღებთ, ისინი სპეციალური ხსნარით უნდა გაწმინდოთ.
გაყინული პროდუქტები
რაც შეეხება გაყინულ პრიდეუქტებს, მათი შეძენის შემდგომ, აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ ჰერმეტულად შეფუთულია და არ ჟონავს, რადგან გახეული პაკეტიდან, თუ ჩანთიდან თქვენს ხელებზე შესაძლოა ჯანმრთელობისთვის სახიფათო მიკროორგანიზმები მოხვდნენ.
საყიდლების ჩანთა
პროდუქტების ერთჯერად ჩანთებზე უარის თქმა და მათი სასურსათო ჩანთებით ჩანაცვლება ნამდვილად სწორი არჩევანია, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ მრავალჯერად ჩანთებზდე მრავალი მიკრობი და ბაქტერია შეიძლება დაგროვდეს.
ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ, ისინი ყოველდღე, გამოყენების შემდეგ საპნით გავრეცხოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩანთაში მალფუჭებადი პროდუქტი გვედო.