LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა დღეს

2299
koronavirus-ead9a47b737a16b73c1a7fefa8ebc3b4-view-article

მსოფლიოში გავრცელებული “კოვიდ -19”-ის მსხვერპლი ყოველდღიურად იზრდება. ვირუსის ეპიცენტრ ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობა 3 385-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი – 55 600-ია. ამ დროის მონაცამებით, ფატალური შემთხვევების უმეტესობა ჩინეთშია დაფიქსირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს 30 ადამიანი ემსხვერპლა და დაინფიცირების 143 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალი კორონავირუსით, ჩინეთის გარდა ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში ემსხვერპლა. დღეის მონაცემებით, კორონავირუსით იტალიაში 148 ადამიანია დაღუპული, ირანში -108, სამხრეთ კორეაში  კი 40 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 41-ით გაიზარდა. აქ  კორონავირუსის ლაბორატოროულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ  საერთო ჯამში 3 858 შეადგინა.

კორონავირუსის გამო Ryanair-მა იტალიიდან საქართველოში ავიარეისების ნაწილი ერთი თვით შეაჩერა

 

ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა საფრანგეთშიც. კორონავირუსი საფრანგეთის პარლამენტის წევრსაც დაუდგინდა, რომლის მდგომარეობა კრიტიკულად არის შეფასებული. ინფორმაციას ამის სესახებ  „სი-ენ-ენი“  ავრცელებს. უცხოური მედიის მიხედვით, ვირუსი პარლამენტის კაფეტერიისა და ბარის ორ თანამშრომელსაც აღმოაჩნდა. ერთ-ერთი მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფება, მეორე კი – საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ვირუსს პირველი გარდაცვლილი უკვე ჰყავს დიდ ბრიტანეთშიც. ახალი კორონავირუსით პირველი პაციენტის გარდაცვალებაზე წერს  „ბიბისი.” გამოცემის ცნობით, გარდაცვლილი 70 წლის ქალბატონია. მას ბოლო პერიოდში დიდი ბრიტანეთის საზღვრები არ დაუტოვებია, რაც იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ვირუსი შიდაგადაცემით გავრცელდა. ბოლო მონაცემებიით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 116 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 45 პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობას არ საჭიროებს და მხოლოდ თვითიზოლაციაში იმყოფება. 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება აშშ-ს, აქ  ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა.  ქვეყანაში “კოვიდ-19” ის 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  აშშ-ში დაინციფირებულთა საერთო რაოდენობა 200 ადამიანია. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ვირუსი აშშ-ის 16 შტატშია გავრცელებული.

აშშ-ის კონგრესმა კორონავირუსთან საბრძოლველად 8 მილიარდი დოლარი გამოყო

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინმფორმაციით, ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 88 ქვეყანაშია გამოვლენილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები