LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის გამო Ryanair-მა იტალიიდან საქართველოში ავიარეისების ნაწილი ერთი თვით შეაჩერა

333
-methode-times-prod-web-bin-14df051a-5cb3-11ea-9891-dcb2edabd2b0

Ryanair-ი საქართველოსთან დროებით ფრენების რაოდენობას ამცირებს, ნაწილს კი აუქმებს. ავიაკომპანიაში აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, საქართველოს აეროპორტების თხოვნის საფუძველზე მიიღეს.

“კორონავირუს COVID-19-ის გავლენისა და საქართველოს აეროპორტების თხოვნით, ჩვენ ვწყვეტთ ფრენების ნაწილს იტალიიდან საქართველოს მიმართულებით.

საქართველოში კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული

  • მილანიდან თბილისის მიმართულებით, 8 მარტიდან 7 აპრილამდე, ფრენები შემცირდება კვირაში 2 სიხშირემდე;
  • ბოლონია ქუთაისის რეისი კი შეწყდება 8 მარტიდან 7 აპრილამდე.

როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ყველა მომხმარებელს, რომლებსაც გაუქმებული რეისები შეეხო, გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინეს. მათ ბილეთის თანხის სრული დაბრუნება ან ფრენის სხვა დროს არჩევა შესთავაზეს.

Ryanair-მა იტალიიდან ფრენები შეაჩერა ჩეხეთის, ისრაელის, მონტენეგროსა და იორდანიის მიმართულებითაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები