LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 საუკუნის შემდეგ მესხეთში რთველი ბრუნდება

78

4 საუკუნის შემდეგ, მესხეთში პირველი რთველი წელს გაიმართება. საქართველოს მთავრობის ცნობით, უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენება წარმატებით მიმდინარეობს.

შპს ,,ვარძიის ტერასებმა” უკვე აღადგინა 12 ჰა მესხური ტერასები. აღდგენილი ტერასების 5 ჰა-ზე 2016 წელს გაშენდა 14 000 ვაზის ნერგი, 17 სხვადასხვა მესხური ჯიში. 2017 წელს კი  იგეგმება დამატებით 8000 ცალი ვაზის ნერგის გაშენება.

ამასთან,  კომპანიას დაგეგმილი აქვს 12 ჰა ფართობის სრულად ათვისება 2018 წლის ბოლომდე.

ცნობისთვის, სამცხე-ჯავახეთში მესხური ვაზის ჯიშების გაშენების ისტორიული პროცესი 2016 წლის ივნისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოინახულა და აღდგენილი ტერასები გახსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g