LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 შვილს 4 ბინა ვუყიდე, მაგრამ მე-5 მრჩება და მიწა უნდა მივიტაცო, არგუმენტი არ არის: კალაძე უკანონოდ მითვისებულ მიწებზე

110
BeFunky-collage (1)

“თბილისის მთავრობის კანონიერი ვალდებულებაა, რომ სახელმწიფო ქონება დავიცვათ მიტაცებისგან და შემდეგ, მასზე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსებისგან. დაუშვებელი და ძალიან ცუდია, ასეთი დარღვევები ადამიანის გაჭირვებით ვამართლოთ,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე  ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ბევრ მათგანს, ვინც სახელმწიფო მიწებს იტაცებს, აქვთ სახლები სხვადასხვა ქალაქში და ის, რომ “4 შვილს 4 ბინა ვუყიდე, მაგრამ მე-5 მრჩება და მიწა უნდა მივიტაცო” – არგუმენტი ვერ იქნება.

“საწოლების და პირადი ნივთების გამოტანა ვერ მოასწრეს” – მერიამ სამგორის რაიონში 7 ნაგებობა დაანგრია

“ირკვევა, რომ იმ ადამიანებს, ვინც იტაცებს სახელმწიფო მიწებს, აქვთ სახლები, სხვადასხვა ქალაქში, რაიონში, სოფელში, მათ შორის დედაქალაქშიც და არაერთი. ის ვერ იქნება არგუმენტი, რომ მე შევძელი, 4 შვილს 4 ბინა ვუყიდე, მაგრამ მე-5 ისე მრჩება და მიწა უნდა მივიტაცო. ეს დამოკიდებულება და მიდგომები არაფერში არ ჯდება. ღმერთმა ყველას შეაძლებინოს და ოთხი კი არა, ასი ბინა აყიდინოს, მაგრამ, როცა არგუმენტად მოგყავს, რომ ოთხი ბინის ყიდვა შეძელი, მეხუთე შვილი ფორტეპიანოზე უკრავს ან საქსაფონზე და მეზობლებს აწუხებს და ამის გამო მიწას იტაცებ, ეს არაფერში არ ჯდება.” – თქვა დედაქალაქის მერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყოველწლიურად, დაახლოებით 7 მილიონი ლარი იხარჯება იმისათვის, რომ ოჯახები ქუჩაში არ დარჩნენ.

“ძალიან კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა, ვისაც მართლაც უჭირს და სერიოზული პრობლემები გააჩნია. თუმცა, შემთხვევით არ არის ის, რომ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი სწორედ გათვალისწინებულია იმ მიმართულებით, რომ  დავეხმაროთ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც დღეს ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ. მომავალ წელს 350 მილიონი დაიხარჯება ამ მიმართულებით. როდესაც მიმდინარეობს ბიუჯეტზე მუშაობა, შედგენა, პირველი, რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ ამ მიმართულებით განისაზღვროს ის პროგრამები და ხელშემწყობი ღონისძიებები, რომელიც უნდა განხორციელდეს, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ. თუმცა, ქონების უკანონოდ მიტაცება და მასზე უკანონოდ შენობა-ნაგებობების განთავსება კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ამას არ დავუშვებთ.” – განაცხადა კახა კალაძემ.

mazda magti 5g