LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 თვეში გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე საქართველოს 216 მოქალაქე მუშაობდა – რამდენი დასაქმდა ისრაელში

155
სეზონური

2023 წლის იანვარ-აპრილში გერმანიაში სოფლის მეურნეობის სეზონურ სამუშაოებზე საქართველოს 216 მოქალაქე დასაქმდა. ინფორმაცია შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშშია ასახული.

2022 წლის 1-ლი ივნისიდან 2023 წლის 1-ლი მაისის მდგომარეობით, ისრაელში ლეგალურად მხოლოდ 20 ადამიანი დასაქმდა.

გერმანიაში დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია 2021 წლის 15 თებერვალს დაიწყო. უწყების თანახმად, 2022 წლის განმავლობაში წარმატებით შეირჩა და გერმანიაში დასაქმდა საქართველოს 1 231 მოქალაქე. 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 2023 წლის 1-ლი მაისის ჩათვლით კი, 216 მოქალაქე.

სამინისტროში აცხადებენ, საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების (ცირკულარული შრომითი მიგრაციის) შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით, მიმდინარეობს დიალოგი ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან: პორტუგალია, ესპანეთი, ჩეხეთი, ხორვატია, ავსტრია, ირლანდია, სლოვენია, კვიპროსი, უნგრეთი.

magti 5g