LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 თვის შემდეგ, მელაშვილსა და ილიჩოვას ბრალდებას ხვალ დაუზუსტებენ

127
მელ-ილიჩოვა

ე.წ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულებს – ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალს ხვალ დაუზუსტებენ. აღნიშნულის შესახებ მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს.

როგორც მარიკაშვილი განმარტავს, ბრალდებულებს კვალიფიკაციას არ შეუცვლიან, უბრალოდ, ბრალის ფორმულირებაში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანენ.

„პროკურატურიდან გამომძიებელი შემეხმიანა, ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს, ვიცით, რომ ხვალ საპროცესო მოქმედება შედგება, რომელიც ბრალდების შინაარსის დაზუსტებას გულისხმობს და არა კვალიფიკაციის ცვლილებას, მუხლს იგივეს ტოვებენ, უბრალოდ აპირებენ ბრალის ფორმულირებაში გარკვეული ცვლილებები შეიტანონ.

“რა ცვლილებებია, ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის, ხვალ, ბრალდების დოკუმენტების გადმოცემის შემდეგ გახდება ცნობილი. ჩვენთვის ეს რეალურად იმას გულისხმობს, რომ 4 თვის წინ, ადამიანები პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა იმ ბრალდების ფორმულირებით, რომელიც აღმოჩნდა, რომ 4 თვის შემდეგ დასაზუსტებელია. ისინი ჩამოყალიბებული არ იყვნენ, თუ რას ედავებოდნენ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას“, – აცხადებს მარიკაშვილი.

ადვოკატი გამომძიებელთან ერთად, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ხვალ, 12:00 საათზე შევა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g