LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდში აგორებული საქმე – ივერი მელაშვილი დავით გარეჯის საქმეზე

104
ივერი

დავით გარეჯის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მოწმეების გამოკითხვით განახლდება.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული და სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ივერი მელაშვილი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

“თუ რატომ ჭიანურდება, ეს კითხვა მეც მაქვს. შეიძლება რაღაცას ვფიქრობდე, მაგრამ არ მინდა, რომ წინ გავუსწრო მოვლენებს. საკითხის ანალიზი მაძლევს იმისი თქმის საფუძველს, რომ ეს საქმე თავიდან ბოლომდე, ტექნიკური თვალსაზრისით, სამართლებრივად – არ ვიცი, რამდენად ჰქონდა გამართლება, საერთოდ, ამ საქმის წამოწყებას. თავიდან, გახსოვთ, ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდში აგორებული საქმე და პოლიტიკურად მოტივირებული საქმე იყო,” – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით მოწმეების გამოკითხვა გრძელდება.

“ვინ არიან ეს მოწმეები, წინასწარ დაცვის მხარეს ინფორმაცია არ აქვს ხოლმე არასოდეს. ასე გადაწყვიტა პროკურატურამ, რომ ასე უფრო გაუმარტივდებოდათ პოზიციის დაცვა, თუკი დაცვას არ შეატყობინებდნენ მოწმეების ვინაობას,” – აღნიშნა ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საზღვრების დელიმიტაციის პროცესში საქართველოს ინტერესების საზიანო მოქმედებაში ადანაშაულებს. ადვოკატი საქმის პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობს. საქმე სტრასბურგშია გაგზავნილი.

 

 

პოპულალურები