LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 წელი ივანიშვილისა და პატრიარქის ტყვეობაში – დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა საპატრიარქოსთან აქციას მართავს

89
Tornike mamalaze

11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

საპატრიარქო არ აკონკრეტებს, რა საკითხები განიხილება სინოდის სხდომაზე.

„ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა“, – ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

ერთ-ერთი ინფორმაციით, სინოდის სხდომაზე შეიძლება დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების თემა განიხილონ.

საპატრიარქოსთან უკვე იმყოფება დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა.

„4 წელი ივანიშვილისა და პატრიარქის ტყვეობაში,” – თორნიკე მამალაძე ამ ლოზუნგით მართავს აქციას საპატრიარქოსთან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისი შეწყალება ჯერჯერობით ვერც ერთმა პრეზიდენტმა ვერ „გაბედა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები