LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 წლის ბიჭი თბილისში მენინგოკოკური ინფექციის დიაგნოზით გარდაიცვალა

109

4 წლის ბიჭი, რომელიც 8 მარტს მენინგოკოკური ინფექციის დიაგნოზით ბათუმიდან თბილისში გადმოიყვანეს, გარდაიცვალა, ინფორმაციას პორტალი „ბათუმელები“ ავრცელებს.

4 წლის ანრის მდგომარეობა თბილისში გადაყვანის დროს მძიმე იყო. ბათუმში „დედათა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრში“ მიყვანის დროს, როგორც ბავშვის ახლობლები ამბობდნენ, ბავშვს სხეულზე სისხლჩაქცევები ჰქონდა.

ბავშვის ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ, რადგან მათი თქმით, ბავშვი ანალიზების აღების შემდეგ,  მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სახლში გაწერეს.

4 წლის ანრი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. ბათუმში იგი ნათესავის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.

ბავშვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g