LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაშვილის კლინიკაში მენინგოკოქცეემიით 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა

331

იაშვილის კლინიკაში მენინგოკოქცეემიით 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ფორტუნას” კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც “ფორტუნას” კლინიკაში განუცხადეს, ბავშვი მარნეულიდან კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში 18 იანვარს შეიყვანეს და 25 საათში გარდაიცვალა.

მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მარნეულში მენინგოკოქცეემიის ეპიდემიას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ #8-ე საჯარო სკოლაში, იმ კლასში, სადაც გარდაცვლილი ბავშვი სწავლობდა, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. გარდაცვლილი ბავშვის კლასელების მშობლებს კი პროფილაქტიკის მიზნით, ბავშვებისთვის ერთი აბი ციპროფლოქსაცინის მიცემა ან კურსის ჩატარება ურჩიეს.

სადეზინფექციო სამუშაოები მე-8 საჯარო სკოლაში გუშინ ჩატარდა და დღეიდან სასწავლო პროცესი აღდგა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები