LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში ორმა მამაკაცმა ერთმანეთი დაჭრა

135
დაჭრა

მარნეულში ორმა მამაკაცმა ერთმანეთი დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 14 ივნისს, საღამოს მოხდა.

როგორც ადგილობრივი გამოცემა Marneulinews წერს, ქორწილამდე ერთი დღით ადრე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, მუსიკის შეკვეთასთან დაკავშირებით მხარეებს შორის უთანხმოება წარმოიშვა. არსებული ცნობით, ორივე დაჭრილი საავადმყოფოში იმყოფება.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროსი განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები