LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეული-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

131
ავარია

მარნეული-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ცნობითვე, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო სლაიდზე: MarneuliNews.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g