მოსკოვის სასამართლომ 40 000 რუბლით დააჯარიმა ეკატერინა მოროზოვა, რომელიც 8 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობასთან დადგა პლაკატით: „სწორედ ახლა, რუსი სამხედროები უკრაინელ ქალებს აუპატიურებენ და კლავენ. შეაჩერეთ ეს ომი“. ინფორმაციას Activatica.org ავრცელებს.
ახალგაზრდა ქალის წინააღმდეგ ოქმი „რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მუხლით“ შეადგინეს.
„ემოციურ ფონზე, ისტორიების ნახვა უკრაინელი ქალების გაუპატიურებაზე, მკვლელობაზე, იმაზე, თუ როგორ ჩადიან კიევში სამედიცინო დახმარებისთვის ორსულები, ასე უბრალოდ არ შემეძლო. სხვა გამოსავალი ვერ ვნახე, გარდა იმისა, რომ გამოვსულიყავი. მით უმეტეს, ვინმეს დისკრედიტირება არ მომიხდენია. მხოლოდ ყურადღების მიქცევას ვითხოვდი იმ დანაშაულებზე, რომლებიც იქ ამჟამად ხდება“, – განაცხადა მოროზოვამ სასამართლო პროცესზე.