LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„40 წლისამ მეოთხე შვილი გავაჩინე, 50 წლისა გავთხოვდი და ახალი ცხოვრება დავიწყე“ – ცისანა სეფიაშვილი

2497
Screenshot 2026-01-04 191033

გადაცემას „ნამდვილი ექიმები“ მომღერალი ცისანა სეფიაშვილი სტუმრობდა. ის ოთხი შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებიაა. ცისანა 52 წლის არის.

გადაცემაში მან სილამაზესა და ასაკზე ისაუბრა. მისი თქმით, ასაკის აღქმა წლებთან ერთად მნიშვნელოვნად შეეცვალა.

ცისანას თქმით, თანამედროვე რეალობაში ასაკი „გაახალგაზრდავდა“ და ის სტერეოტიპები, რომლებიც წარსულში არსებობდა, დღეს უკვე აღარ მუშაობს.

„ასაკი გაახალგაზრდავდა. დედაჩემი რომ ბებია გახდა, იყო 40 წლის და ძალიან მიკვირდა, რატომ დადიოდნენ ყოველდღე სადღაც ჯემალი და მანანა და რა დროს ეს იყო. არადა, მე 40 წლისამ მეოთხე შვილი გავაჩინე და 50 წლის ასაკში გავთხოვდი და ახალი ცხოვრება დავიწყე. ძალიან ბევრი რამე შეიცვალა. მართლა ძალიან ბევრი საშუალებაა, რომ კარგად გამოიყურებოდე. გარკვეული რაღაცები იცვლება, რა თქმა უნდა, მოკლე შორტით ახლა მხოლოდ ზღვაზე გავივლი. ალბათ, ბებიაც რომ გავხდი, ეგეც მოქმედებს…ყველამ უნდა მოვუაროთ თავს, უბრალოდ არ ვარ მომხრე „გადაპლასტმასების“, – ამბობს ცისანა სეფიაშვილი.

თავის მოვლაზე საუბრისას ცისანა სეფიაშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ყოველდღიურ რუტინაზე. გარდა ამისა, ახალგაზრდობისა და კარგი იერის მთავარ საიდუმლოდ კი ცისანა დადებით განწყობას ასახელებს. როგორც ამბობს, ცდილობს არ დაიბოღმოს, არ შეინახოს წყენა. მისი თქმით, სწორედ ეს განსაზღვრავს შინაგან სიმშვიდესა და გარეგნულ სილამაზეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g