LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

400-მდე დაზარალებული ოჯახი ბინას მიიღებს – „ოლიმპიური ვარსკვლავის” მშენებლობა იწყება

67
მშენებლობა

კომპანია m2 ჯგუფიოლიმპიური ვარსკვლავისობიექტის მშენებლობას იწყებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ამ პროექტის ფარგლებში 400-მდე დაზარალებული ოჯახი კუთვნილ ბინას მიიღებს.

„ეს არის პროექტი, რომელიც დღეს დასრულებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა დამთავრება და 13 წლია ეს ადამიანები უშედეგოდ ითხოვენ საკუთარი ფართების მიღებას. 400-მდე ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. უკვე იწყება მშენებლობა, კომპანიას 2 კვირა დასჭირდება იმისთვის, რომ მოაწყოს სამშენებლო მოედანი და გაითვალისწინოს ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია. შემიძლია დავადასტურო ისიც, რომ დღეიდან ამ ობიექტზე სამშენებლო ნებართვებიც უკვე გაცემულია და კონკრეტულ ობიექტზე სამი წლის განმავლობაში განხორციელდება მშენებლობები”, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g