22 წლის ბრიტანელი, ბენი ჯეიმსი ცხოვრების აზრს მას შემდეგ ვეღარ ხედავს, რაც 400 პარტნიორი გამოიცვალა. გოგონების ხშირი გამოცვლის გამო, ახალგაზრდა მამაკაცი თავს მუდმივად მარტოსულად გრძნობს.
მისი თქმით, ქალებს მისგან მხოლოდ ერთი რამ უნდათ, თავად კი პირველი ღამის შემდეგ მათდამი ყველანაირ ინტერესს კარგავს.
„მინდა ოჯახი შევქმნა და ვინმე „განსაკუთრებული“ ვიპოვო, მაგრამ როდესაც გარშემო ამდენი გოგოა, აზრს ვერ ვხედავ, რომ მხოლოდ ერთთან ვიწვე, თუნდაც ეს იყოს რიანა“,- განაცხადა ბენი ჯეიმსმა.
მამაკაცის თქმით, მისთვის ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა ერთ კვირას გაგრძელდა.

