LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

42 მილიონ ადამიანს შიმშილით სიკვდილისგან ილონ მასკის ქონების 2% იხსნიდა

154
ipiccy-image

დაახლოებით, 6 მილიარდი აშშ დოლარი 42 მილიონ ადამიანს შიმშილით სიკვდილისგან იხსნიდა და ეს მაშინ, როდესაც მხოლოდ Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს ილონ მასკს 289 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ქონება აქვს, – ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს, რომელიც გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელის დევიდ ბიზლიზე დაყრდნობით წერს, რომ მასკის ქონების დაახლოებით 2% იქნება საკმარისი 42 მლნ ადამიანის გადასარჩენად.

„თუ უმდიდრესი ადამიანები საკუთარი ქონების უმცირეს ნაწილს გაიღებენ, მსოფლიოში შიმშილის პრობლემა მოგვარდება“ – ამბობს დევიდ ბიზლი.

ცნობისთვის, ილონ მასკი Forbes-ის რეიტინგების ისტორიაში ყველაზე მდიდარი ადამიანია, კომპანია TESLA კი ტრილიონერების კლუბს შეუერთდა.

ჟურნალ Forbes-ის ინფორმაციით, 25 ოქტომბერს ილონ მასკის ქონებამ 271,3 მილიარდ დოლარს მიაღწია, მას შემდეგ, რაც Tesla-ს აქციების ფასი 13%-ით გაიზარდა, ხოლო კომპანიის კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ Hertz Global Holdings Inc-მა Tesla-ს 100 000 მოდელის შეკვეთა განახორციელა. დოკუმენტებში ახალი ტრანში უკვე აისახა.

მასკი Forbes-ის რეიტინგების ისტორიაში ყველაზე მდიდარი ადამიანია: TESLA ტრილიონერების კლუბს შეუერთდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები