LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

438 მომხრე – ევროპარლამენტი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას უწევს

134
kcgq2s5kkgukalf

ევროპარლამენტი ევროკავშირს რეკომენდაციას აძლევს, მიანიჭოს უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

აღნიშნულზე საუბარია ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიღებულ საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის რეზოლუციაში, რომელსაც მხარი დაუჭირა 438-მა ევროდეპუტატმა, 65 წინააღმდეგი იყო, 94-მა თავი შეიკავა.

ევროპარლამენტი რეკომენდაციას აძლევს ევროკავშირის საბჭოს, ქვეყანას მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი, როგორც უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის მკაფიო პოლიტიკური სიგნალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები