ალკოჰოლზე დამოკიდებულების მკურნალობის ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ, კეიტ მოსი პაპარაცებმა პირველად გამოიჭირეს. 44 წლის სუპერმოდელი ამჯერად სენ-ტროპეს სანაპიროზე ბოიფრენდთან, 31 წლის ნიკოლა ბისმარკთან ერთად ისვენებს.
მოსი საგრძნობლად მომატებულია წონაში და ფოტოებიდან ჩანს, რომ მისი სხეული არც ისეთი იდეალურია, როგორც ეს გლამურული ჟურნალის ფურცლებზე ჩანს. ოდნავ მოგვიანებით მოსი ტყავის საცურაო კოსტიუმში გამოჩნდა.
კეიტ მოსი „ვივინ ვესტვუდის“ საცურაო კოსტიუმში იყო გამოწყობილი. ის 13 წლით უმცროს ბოიფრენდთან ერთად ფანტასტიკურ დროს ატარებს, ზღვაში ბანაობს და მზეზე ირუჯება.