44 წლის ლეონარდო დიკაპრიო და 21 წლის კამილა მორონე ერთად ისევ გამოჩნდნენ. ამჯერად პაპარაცებმა შეყვარებულები ბევერლი-ჰილზში, საახალწლო წვეულებაზე გადაიღეს.
ლეო ტრადიციისამებრ სპორტულ სამოსში გამოწყობილი მივიდა წყვეულებაზე. კამილა მორინე კი ბრწყინავდა სადღესასწაულო შავ მინი-კაბაში, რომელიც მაღალყელიან ჩექმასთან ჰქონდა შეხამებული.
წყვილი ფოტოებზე მაქსიმალურად თავშეკავებული ჩანს, მორონესა და დიკაპრიოს ამ დრომდე ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ რომანი. მედიაგამოცემები კი, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ირწმუნებიან, რომ მალე ურთიერთობა ნიშნობით დაგვირგვინდება.