LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ დენირო და ლეონარდო დიკაპრიო მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის პირველ კადრებში, რომელიც წელს ყველა რეკორდს მოხსნის

349
მარტინ-სკორსეზე

კინოს სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი რეჟისორი მარტინ სკორსეზე ეკრანებზე ახალი ფილმით ბრუნდება. Killers of the Flower Moon ასე ჰქვია 80 წლის რეჟისორის ახალ ნამუშევარს, რომელიც ტრილერისა და ვესტერნის ჟანრშია გადაღებული. ფილმს საფუძვლად უდევს დევიდ გრანის გახმაურებული წიგნი. სკორსეზეს ახალ ფილმში ჰოლივუდის ორი ლეგენდა, რობერტ დენირო და ლეონარდო დიკაპრიო მონაწილეობს. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა პირველი კადრები ახალი კინოფილმიდან.

ცნობილია, რომ ფილმის არაოფიციალური პრემიერა 10 მაისს, კანის კინოფესტივალზე შედგება, მსოფლიო პრემიერას კი მაყურებელი 6 ოქტომბერს იხილავს. ცნობილია, რომ კინოსურათში ასევე მონაწილეობენ ლილი გლადსტოუნი, ჯესი პელმონსი, ბრენდან ფრეიზერი და ჯონ ლიტგოუ. თუ რეჟისორის ძველ კინოპროექტებს გავიხსენებთ და ამას დავუმატებთ ვარსკვლავურ სამსახიობო გუნდს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ფილმი „ოსკარზე” წლის მთავარი ტრიუმფატორი გახდება.

ნახეთ მარტინ სკორსეზეს ფილმის „მარადიული შვილის“ თრეილერი, სადაც მთავარ როლს ტილდა სუინტონი ასრულებს

ლეონარდო დიკაპრიოს ახალი ლამაზმანი? – 48 წლის მსახიობი კომენტარს აკეთებს

„ღიმილით შეხვდი დეპრესიას, იდიოტად ჩაგთვლის და თავს დაგანებებს“ – რობერტ დე ნიროს ცნობილი გამონათქვამები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები