კვენტინ ტარანტინოს მუზამ, 45 წლის უმა ტურმანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ წლების მატების მიუხედავად, ის სულ უფრო უკეთ გამოიყურება.
მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში ფორმაში ვერ მოდიოდა. თაყვანისმცემლები კი დანანებით აღნიშნავდნენ, რომ ის ის აღარ იყო.
თუმცა, როგორც ჩანს ბოლო დროს მან თავი ხელში აიყვანა და უწინდელი სილამაზეც დაიბრუნა. უმამ დაიკლო წონაში, ჩაიცვა გემოვნებიანი ტანსაცმელი და საზოგადოებაში სრულიად სხვანაირი გამოჩნდა.